სასწავლო პროექტი

 ელექტრო ენერგია და ჩვენ

პროექტის მთავარი იდეა: ელექტრო ენერგიის ტრადიციული და არა ტრადიციული წყაროები; მათი  ეკოლოგიურობა.

პროექტის მნიშვნელობა აქტუალობა: ა) მოსწავლეები  გაიგებს როგორი ელექტრო სადგურები არსებობს, რომელია უსაფრთხო და ეკოლოგიური.
ბ) საქართველოში რომელი ელექტრო ენერგიის წყაროები არსებობს და სად მდებარეობს.
გ) ელექტრო ენერგიის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.
4) პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოძიების, ჯგუფური მუშაობის, დისკუსიის უნარის განვითარება.

მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას: ბლოგის შექმნა, ფოტოგამოფენა.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა) კლასის დაყოფა 4 ჯგუფად.
ბ) დავალებების განაწილება: ჯგუფი – ჰიდრო ელექტრო სადგურები.
II ჯგუფი – თბოელექტრო სადგურები.
III ჯგუფი – ატომური ელექტრო სადგურები.
 IV ჯგუფი – არატრადიციული ელექტრო ენერგიის წყაროები:
ა) მზის ენერგია.
ბ) ქარის ენერგია.
გ) ბიოენერგეტიკა.
გ) ინფორმაციის შემოწმება ყოველ სამ დღეში.
დ) მოძიებული მასალების პრეზენტაცია.
ე) დისკუსია:  1) ელექტრო სადგურების დადებითი და ურყოფითი მხარეები.
2) რომელი ელექტრო სადგური აყენებს ადამიანს და გარემოს ნაკლებ ზიანს?
3) რომელ ელექტრო სადგურს ანიჭებთ უპირატესობას?
ვ) შეფასება ვაფასებ ჯგუფს მოძიებული მასალების მრავალფეროვნებით და დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობის მიხედვით.

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი გეოგრაფიასთან.

ბუნ. X .12. მოსწავლე მსჯელობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგიის გამოყენების შესახებ დასახავს მისი დაზოგვის გზებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მოიპოვებს ინფორმაციას ენერგიის მიღების ალტერნატიული გზების შესახებ. 
  • განარჩევს  განახლებად არაგანახლებად წყაროებს, აფასებს მათ და შედეგებს წარმოადგენს საქართველოს მაგალითზე.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხათუნა ხოფერია.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: xatunaxoferia@gmail.com